საპატრაიქრქო ყველას მოუწოდებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრიში არ გადავიდეს

მატრონა მოსკოველის ხატის სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებასა და შემდგომ გან ვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს. როგოც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი პროტესტი მშვიდობისნი ფორმით უნდა წარიმართოს და ის პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს.

„ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ. იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება“ – აცხადებენ საპატრიარქოში.

შეგახსენებთ, რომ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხეს. საზოგადოების ნაწილი ხატის სამებიდან გატანას ითხოვდა, ნაწილი კი პირიქით, მის დატოვებას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ხატის ტაძარში დატოვების მსურველები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები