აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს “ჰუსიტების” სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა მათ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, “ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკულმა ავიამზიდებმა და ბრიტანულმა ავიაციამ, ფაქტობრივად, ერთდროულად, “ჰუსიტების” ბაზებზე წერტილოვანი თავდასხმები განახორციელეს. აფეთქებების შედეგად, მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული.

მსგავსი თემები