დეკემბერში, ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, საშუალო გასაყიდი ფასი კი გაიზარდა

2023 წლის დეკემბერში, ბათუმში 1 203 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.

უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში ბინების გაყიდვები გასული წლის ბოლოს 33%-ით შემცირდა.

,,2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – აღნიშნულია დეკემბრის მიმოხილვაში.

მსგავსი თემები