უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

,,უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი” მოიგერია,” – წერს უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები