საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სეჟორნე კიევში ჩავიდა, რათა დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს

,,თითქმის 2 წელია, უკრაინა ფრონტის ხაზზე თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იბრძვის. საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რის სათქმელადაც კიევში, ჩემი პირველი მოგზაურობით, ჩამოვედი,” – ამბობს სეჟორნე.

უკრაინული მედია კი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, კატრინ კოლონას ვიზიტი იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობაში საკადრო გადანაცვლებებმა გეგმები შეცვალა.

მსგავსი თემები