გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს

გორში, სოფელ რეხაში, ძაღლის მოკვლა სცადეს. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები