ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 6. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს, პინგდინშანში, ადგილობრივი დაახლოებით 12:55 საათზე მოხდა. აფეთქების დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები