კიევის სავაჭრო ცენტრში, ბავშვთა გასართობ სივრცეში ხანძარია

კიევში სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტში, საბავშვო სივრცეში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

,,დედაქალაქის სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტიდან”, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს”, – წერს კლიჩკო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი თემები