ბორის აკუნინი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა.

„ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. მონაწილეობდა უცხოელი აგენტების შეტყობინებების შექმნასა და გავრცელებაში“, – აცხადებს იუსტიცია.

ცნობისთვის, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა აკუნინი “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” რეესტრში შეიყვანა. მოსკოვის თეატრმა კი მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა. მწერალმა რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

მსგავსი თემები