გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს – არიან დაღუპულები

,,გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს”. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი,” – აცხადებს პროკუდინი.

მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო.

მსგავსი თემები