დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის

,,ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

,,დიდი ბრიტანეთი სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პუტინის მკვლელი საჰაერო თავდასხმების ფონზე.

იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად”, – წერს მინისტრი გრანტ შაპსი.

მსგავსი თემები