,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია” – ჯო ბაიდენი

,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

,,ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შევაჩეროთ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას.

,,თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად”, – დასძინა მან.

მსგავსი თემები