ხაშურში ავარიას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 27 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.

,,კაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა”, – ამბობენ თვითმხილველები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები