,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას”- ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით,  ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა.

,,ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე გაეროს წესდების და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევა”,- აცხადებს ლანდსბერგისი.

მსგავსი თემები