,,ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს” – კანადის ელჩი

კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს:

,,კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას”, – ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები