თავდასხმა უკრაინაზე – სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 75 დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნა, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები. ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ლვოვში თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

დნიპროში სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს იერში, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა.  ოდესაში კი,  იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.  17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს.

დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი.

 

მსგავსი თემები