“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული” – ზურაბ აზარაშვილი

“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა,გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ.

„ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა.

აღნიშნულის შესახებ  კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს  მარტის თვეში ვაცნობეთ. მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია.

მაგ: თუ კონკრეტული მედიკამენტი 2 000 ლარი ღირდა, 25 000 ლარიან ლიმიტში პაციენტს 12 კოლოფისა და ცოტა მეტის შეძენა შეეძლო, 5000-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 5 კოლოფის. მას შემდგე რაც პაციენტები ლიმიტს ამოწურავდნენ, ისინი წამლის გარეშე რჩებოდნენ,თუმცა ამ გაუგონარი ქმედების შემდეგაც , ჩვენ ამ ადამიანებს რეფერალური დახმარების პროგრამებით მაინც ვაფინანსებდით”,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები