უბედური შემთხვევა ახმეტაში – დაიღუპა 35 წლამდე მამაკაცი

უბედური შემთხვევა ახმეტაში –  რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა. შემთხვევა სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.

35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომელი იყო.

მსგავსი თემები