სტუდენტი, რომელმაც 14 ადამიანი მოკლა, პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობას აღიარებს

24 წლის სტუდენტმა, რომელმაც კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, ჩეხეთის პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა. წერილი მსროლელის სახლში ჩხრეკისას იპოვეს. წერილში სტუდენტი აღიარებს პრაღის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე კლანოვიცკის ტყეში მამაკაცისა და ბავშვის მკვლელობას. გასულ კვირას 24 წლის სტუდენტმა, დევიდ კოზაკმა ცეცხლი გახსნა ჩარლზის უნივერსიტეტში, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

მეტი...

ღამით, რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე მიმართულებით თავდასხმა განახორციელა

რუსმა დამპყრობლებმა 29 დეკემბერს, გამთენიისას, სუმის რეგიონის ქალაქ კონოტოპს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მომსახურების სადგური, დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ  ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებსაც. ,,მტერმა მანამდე სარაკეტო დარტყმა განახორციელა კონოტოპზე. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ავტოსერვისი. ცეცხლი გაუჩნდა მანქანას,”- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მეტი...

,,ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები”- გაგლოევი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას. პ მისი თქმით, ხედავენ საქართველოში “როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით”. “ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები. და ნუ დააბიჯებთ ერთსა და იმავე ფოცხზე”, – განაცხადა გაგლოევმა.

მეტი...

მდინარე დუნაის ადიდების გამო ბუდაპეშტში წყალდიდობაა

მდინარე დუნაის ადიდების გამო ბუდაპეშტში წყალდიდობაა. კლიმატის მკვლევარი აცხადებს, რომ  თოვლი გადნა და მდინარე დუნაის შენაკადებში ნალექი მოვიდა, ამან კი უჩვეულოდ ადრეული წყალდიდობა გამოიწვია. დუნაიმ 6,93 მეტრს მიაღწია. ეს უმაღლესი მაჩვენებელია 2013 წელს დაფიქსირებული 8,91 მეტრის შემდეგ, ექსპერტების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებების გამო, ადრეულმა წყალდიდობამ შესაძლოა, უფრო მასშტაბური სახეც მიიღოს.

მეტი...

ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალტ ტრამპს კოლორადოს შემდეგ, 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო. „აშშ-ს კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, – წერს ბელოუსი. ტრამპის ადვოკატების განცხადებით, სწრაფად გააპროტესტებენ „საშინელ“ გადაწყვეტილებას.  

მეტი...

როგორ ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში  29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…

მეტი...

ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ბიჭი ემსხვერპლა

სამხრეთ ავსტრალიაში ეთელის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების განცხადებით, ეს, ზვიგენის თავდასხმის პირველი ფატალური შემთხვევა სამხრეთ ავსტრალიაში. თვითმხილველის განცხადებით,  ბიჭი ზვიგენის თავდასხმის მომენტში ნაპირიდან დაახლოებით 30-40 მეტრის მანძილზე ცურავდა.

მეტი...

,,ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია”- ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ. გამოკითხვის შედეგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა. ,,პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო. ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია და ამისთვის ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება 2024 წელს, იმედი, მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული წელი იქნება და ყველა იმ ოცნებას ავიხდენთ, რაც ყველა ქართველს გააჩნია. აქვე მინდა, რომ ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება, წარმატებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობა გისურვოთ. დაესწარით მრავალს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ – წარმატებები“, – განაცხადა ხვიჩა…

მეტი...

დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტს გეგმავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, კიევში ვიზიტისთვის ემზადება. მას კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია. ამის შესახებ ტუსკმა, იმ დროს განაცხადა, როდესაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადამზიდავების საპროტესტო აქციების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობდა. მან  მძღოლებს სთხოვა, არ გადაკეტონ გასასვლელები „ომის გამო“. მისი თქმით, „ის მაინც ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლონელი გადამზიდავების ცხოვრება გაამარტივოს“.  

მეტი...

,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება, ესეც იკადროს”- პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

არ არის გამორიცხული,სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთოს, პირიქით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ამისთვის, აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება, გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას. აქაც ვერ თვლიან – რა მიიღეს გახარიას გადაყენებით? საბოლოო ჯამში ვერაფერი. პირიქით, რესურსიც დაკარგეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...