,,რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს”- გურამ მაჭარაშვილი

მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს დაემართა, როცა მელიას პოლიტიკური რომანი შესთავაზა და მელიამ უარყო, არ მჭირდებიო, ნორმალური ადამიანი პოლიტიკას დატოვებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო.

„ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. 2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ შორის ველოდები ჩვენს გამარჯვებას და ოპოზიციის პენსიაზე გასვლას. სხვათა შორის, პენსია გავზარდეთ, დამსახურებული პენსია ექნებათ. ისინი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პენსიაზე წავლენ. ხაზარაძეს პენსია არ დასჭირდება, რადგან ფული საკმარისად აქვს, მაგრამ პოლიტიკურ პენსიაზე ნამდვილად გავა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები