„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა, ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში”- კულება

,,მსურს, აფეთქებების ხმა ესმოდეს მას, ვინც წერს, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება წერს.

მისი თქმით, 29 დეკემბერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 110 რაკეტა და დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში. ყველა მსხვილ დედაქალაქში, შტაბბინაში და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხს. რომ ეს ხმა ესმოდეთ ყველა გამოცემის რედაქციაში, რომელიც წერს „გადაღლისა“ და რუსეთის ვითომდა მზაობაზე მოლაპარაკებებისთვის“, – წერს კულება.

 

მსგავსი თემები