ფულით გატენილი შესაწირი „თასი“ ჩინეთის ტაძრებში

ჩინეთის ტაძრებს მომლოცველები არასდროს აკლია. როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ტაძრებს დიდი რაოდენობით სტუმრობენ და იმ ე.წ. შესაწირ თასებზეც კარგად ჩანს, რომელიც ყველა ტაძრის ეზოშია განთავსებული.

შესაწირი სპეცილური მეტალისგანაა დამზადებული, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ბუდისტური ფიგურები. შესაწირი ძალიან დიდი ზომისაა და მიუხედავად მასშტაბისა,  შეწირული თანხა იქ არასდროს ეტევა და გარეთ ცვივა.

სწორედ ამიტომ, შესაწირს ირგვლივ შემოვლებული აქვს შუშის ოთხკუთხედი სივრცე, რომ თანხა გარეთ არ გაიბნეს. შეწირული თანხა, რომელიც ე.წ. თასის ქვეშ ყრია, სწორედ მისი გავსების შემდეგ გარეთ ცვივა. გარდა ამ შესაწირისა, მომლოცველები შიგნით ტაძრებშიც ტოვებენ თანხას და მსგავსი სურათია შიდა სივრცეშიც.

ეკა გულუა ჩინეთიდან 

მსგავსი თემები