„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა”- ზურაბ აზარაშვილი

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნურიდეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.

„სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიცრეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად
თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები