ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხაქდებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არგენტინაში შეხვედრისას სთხოვა, დაესახელებინა ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

,,ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი მაინც, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს არ ყოფილა დაგეგმილი შეხვედრა.

,,ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სპეციალურად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე დავსვი, სწორედ ის იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავჭრათ პრობლემები. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები