სააკაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია – ლევან ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შესაბამისად, მისი განცხადება სწორი და ადეკვატურია, თუმცა ყველა დღე მნიშვნელოვანია, ადამიანი პოლიტიკურ ტყვეობაში ატარებს ცხოვრებას. მისი მხრიდან შერბილებული განცხადება თუ არის, მივესალმები. ზოგადად, ასე ხდება პოლიტიკაში – სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამიტომ, ისიც არა პირადი შეხედულებით, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება პუტინის პატიმარი საპატიმროში. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძის ბრალით გასამართლებული სააკაშვილის გათავისუფლებით. მას შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია. ვიდრე „ფეესბეს“ აგენტის ბრალით ტყვეობაში მყოფ სააკაშვილს არ იწყალებს, სხვა წარმოდგენები მაქვს, თუმცა მას კალამი ხელში აქვს და შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს. მასზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები