მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას – რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისასალმებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც.

„არასერიოზულია, სალომე ზურაბიშვილს იმის გამო უკიჟინო, რატომ შეცვალე პოზიციაო. პოლიტიკა არის ცვალებადი, დინამიკური. მით უმეტეს, ცვლილება კარგისკენ თუ ხდება, შესაქებია. შეცდომა თუ დაუშვი და ამას აიკვიატებ, რომ პრინციპულობის მოტივიდან გამომდინარე უნდა დაიცვა, ეს არასერიოზულია. მოუვიდა შეცდომა და გადახედა. ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. არასოდეს უთქვამს, რომ მათ შეიწყალებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები