„ისტორიული ნაბიჯი გადავდგით“ – ჯოზეფ ბორელი

„დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი“ – ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის –  ჯოზეფ ბორელის სიტყვებია.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, ეს მნიშვნელოანი ნაბიჯია.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმებისადმი ვალდებულებებისა და ერთგულების აღიარებაა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაერთიანებული, აყვავებული და სტაბილური ევროპისადმი. ერთად უნდა ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“ – ამბობს ბორელი.

 

მსგავსი თემები