,,ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად”- გიტანას ნაუსედა

,,ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად,”- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია.

„სხვა ქვეყნებიც ელოდებიან გადაწყვეტილებებს. ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩემთვის კითხვები და პასუხები ძალიან მარტივია. ჩემმა ქვეყანამ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირისს წევრობისგან – სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ინოვაციებით, მწვანე ინვრსტიციებით, მშპ-ის ზრდით. ასე რომ, ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში – ევროკავშირის გარეთ მცხოვრები ხალხი რატომ არ უნდა იმსახურებდეს იმავეს – ნორმალურ ცხოვრებას, კეთილდღეობას, კანონის უზენაესობას და ა.შ.?“, – განაცხადა ნაუსედამ.

მსგავსი თემები