კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს – არიან დაკავებულები

კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. პრესკონფერენციაზე პოლიციამ თქვა, რომ რეიდების შედეგად სამი ადამიანი დანიაში, ერთი კი ნიდერლანდებში დააკავეს.

,,დანიაში დაკავებულ სამ ადამიანს ტერორისტულ დანაშაულებში წაუყენებენ ბრალს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავი ტრანსნაციონალური ქსელი, რომლიც დაკავშირებულია კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ებრაული ადგილების გარშემო უსაფრთხოება გაძლიერდება და კოპენჰაგენში პოლიციის პატრულირება გახშირდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციამ ფლემინგ დრეჯერმა.

ამ თვის დასაწყისში ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, რომ საშობაო პერიოდში ევროპა “ტერორისტული თავდასხმების დიდი რისკის” წინაშე აღმოჩნდა.

მსგავსი თემები