სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს – კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვთ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამიტომ, უმჯობესია, მას დაუსვათ შეკითხვა, ვერაფერს გამოვრიცხავ. სააკაშვილს მისჯილი აქვს, თუმცა პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები