„თითოეულ უკრაინელს ვულოცავ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და უკრაინელებს ულოცავს.

„თითოეულ უკრაინელს ვულოცავ  ამ დღეს. ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება. ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმისთვის მუშაობდა, რომ ეს მომხდარიყო და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. ასევე ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები