სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია ამ ქვეყნის – კალაძე

,,სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია ამ ქვეყნის”, – ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

,,გახსოვთ, რამდენად რთული არჩევნები გამოდგა ჩვენთვის [2018 წლის საპრეზიდენტო]. იმდენად ნეგატიური განწყობა იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში მის მიმართ, რომ ჩვენ მოგვიწია საარჩევნო ბანერებზე ჩვენი ფოტოსურათები ყოფილიყო განთავსებული და გარკვეული დისკომფორტი იყო ცხადია…ბევრი რამ შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მტერია ამ ქვეყნის და ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები