„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია”- ვიქტორ ორბანი

საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა. „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

ასადი ინალ არძინბას აფხაზეთის აღიარებისთვის ძალისხმევას დაჰპირდა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა. ასადი არძინბას ჰპირდება, რომ ძალისხმევას მიმართავს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარებისთვის. საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარ ალ-ასადი მომავალ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, ინალ არძინბამ და ბაშარ ასადმა სირიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ,,პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური…

მეტი...

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის თანახმად, სპეციალური ინსპექტორის ოფისი უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტს ჩაატარებს

აშშ-ის სენატის თავდაცვის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით,  უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისი შეიქმნება, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას. აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრისას თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა.  

მეტი...

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მან უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: ,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა, ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ყველა ამ პიროვნებამ,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს – გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. „საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს. ქალბატონო სალომე, ეს უხერხულია. რა თქმა უნდა, ქართული სუფრიდან არავინ გაუგდიათ,  მაგრამ მთლად თამადობას ნუ მოინდომებთ – ბოლო წევრად ჭიქა ღვინოს მოგცემენ, თუმცა თუ თქვენს გვერდით გვარამია იქნება, ჭიქაში ჩაიხედოს, საფრთხილოა. ყველამ კარგად დაინახა, სტატუსის მისაღებად რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ და…

მეტი...

უკრაინა ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება – პოდოლიაკი

იმის მიუხედავად, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება და არის თუ არა ვინმე რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, უკრაინა ევროპის ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რადგან ევროკომისიამ თავის დასკვნებში უკრაინის მიერ განხორციელებულ რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა, როგორც მართლმსაჯულების სისტემის, ასევე ევროკავშირსა და უკრაინას შორის ეკონომიკური და ფინანსური რეგულაციების კორექტირების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ცოტა სხვანაირად ხედავენ. მათ აქვთ საკუთარი აზრის უფლება. უფრო მეტიც, ამ სიტუაციით სარგებლობით, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ შესაძლებლობა, ევროკომისიასთან ურთიერთობაში დაგროვილი შიდა პრობლემები…

მეტი...

საქართველოს პოლონეთის იმედი მუდმივად უნდა ჰქონდეს – დონალდ ტუსკი

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალ ტუსკი აცხადებს, რომ   ქართველ ხალხს პოლონელი ერის იმედი მუდმივად უნდა ჰქონდეს. ,,მე არ მომიმზადებია სპეციალური გზავნილი დღეს საქართველოსთვის, რადგან ვსაუბრობთ ბალკანეთის ქვეყნებზე, მაგრამ თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის,” – განაცხადა ტუსკიმ.

მეტი...

,,იმედია დამწუხრებულები არ ხართ, მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით” – ნინი ბრეგვაძე

მომღერალი ნინი ბრეგვაძე ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმითმ, მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას. „მეგობრებო იმედია დამწუხრებულები არ ხართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! რა თქმა უნდა მინდოდა ფინალში ყოფნა, თუმცა ამ შოუს მაყურებლის ხმების მოპოვება არც თუ ისე მარტივია და ეს თავიდანვე მიღებული და გააზრებული მქონდა. ის რომ ნახევარფინალში მოვხვდი, როგორც თავად პროექტის შემქმნელები ამბობენ საუკეთესო სეზონში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას და ერთი სული მაქვს გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმის კეთება! თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ დეპარტამენტში.  

მეტი...

ვისთვისაც მიუღებელი იქნება, პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ახალ პარტიას დააფუძნებს. მისი თქმით, ვისთვისაც მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო კეზერაშვილი, განხილულ იქნება, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი. ,,ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში და მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი”, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

ოდესის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბეს – დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, დაზიანდა 11 შენობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია, სულ მცირე, 11 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა,რის შედეგადაც 11 შენობა დაზიანდა.

მეტი...

წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას. წარმომადგენელთა პალატამ გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221 ხმით 212 წინააღმდეგ დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები პრეზიდენტს და მის ოჯახს არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებენ. ასევე იუსტიციის დეპარტამენტს ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებენ. „იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ჩემზე ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ისინი ირჩევენ დროის დაკარგვას ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ ნაბიჯზე“, – განაცხადა ბაიდენმა კენჭისყრის შემდეგ.  

მეტი...

“მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ აზია-წყნარი ოკეანის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას” – სი ძინპინი ვიეტნამში 

ჰანოიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის და ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. როგორც სი ძინპინმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება თანამშღმლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებას. „ჩინეთისა და ვიეტნამის ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს და მჭიდროდ არის დაკავშირებული. „ქამარი და გზის“ ინიციატივისა და „ორი დერეფნისა და ერთი ეკონომიკური წრის“ სტრატეგიის თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერამ გახსნა ახალი პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის. ჩინეთი უფრო ხარისხიანი ვიეტნამური პროდუქციის იმპორტს მოახდენს, გააძლიერებს კავშირს ვიეტნამთან სამრეწველო და მიწოდების ქსელებზე, გააძლიერებს კავშირს და გააფართოვებს ვიეტნამთან თანამშრომლობას განვითარებად სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ციფრული ეკონომიკა“ – აღნიშნა სი ძინპინმა პრემიერთან…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15 დეკემბრამდე – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით…

მეტი...

რუსეთმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა – დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. სამედიცინო პერსონალიმა დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში მოათავსეს. ჭურვების შედეგად მანქანა და საყოფაცხოვრებო სტრუქტურა დაიწვა. დაზიანებულია 11 შენობა.  რუსები ოდესის ოლქს ე.წ. დრონებით დაესხნენ.  ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საზეიმო ღონისძიების სამზადისის გამო, 13 დეკემბრის 20:00 საათიდან 15 დეკემბრის 21:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ. შეზღუდვის პერიოდში  ავტომობილები ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან  თავისუფლების მოედანზე მდებარე  წრის გამოყენებით ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ამის შემდეგ კი  ივანე მაჩაბლის, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით კვლავ თავისუფლების მოედანზე დაბრუნდებიან. ალექსანდრე პუშკინის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ როგორც ალექსანდრე პუშკინის…

მეტი...

სი ძინპინი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ვუონგ დინ ჰუეს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი აგრძელებს ვიეტნამში ვიზიტს. ამჯერად მან ოფიციალური შეხვედრა ჰანოიში, ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვუონგ დინ ჰუესთან გამართა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და ვიეტნამი იზიარებენ ერთსა და იმავე პოლიტიკურ სისტემას. მან ყურადღება გაამახვილა ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე, საერთო განვითარებასა და ორი ქვეყნის გაძლიერებაზე. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ორი მხარე, ახალ გარემოებებში, წინ წავიდნენ მეგობრობისა და თანამშრომლობის გზაზე ურთიერთობის სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან. „საჭიროა  მაღალი დონის სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება  ქვეყნების მმართველობაში,  საერთო სტრატეგიული კომუნიკაციის შენარჩუნება. ინტერესები და ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება სწორ…

მეტი...

კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა – „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, „გააკეთონ თავიანთი საქმე“. ის რესპუბლიკელებს სადღესასწაულო დასვენებამდე, უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს. „პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ბაიდენი.  

მეტი...

როგორც უკრაინის მოქალაქე, მყარად ვუჭერ მხარს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას – მიხეილ სააკაშვილი

ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მიხეილ სააკაშვილი  მის მიერ ხელმოწერილ პეტიციას ავრცელებს. „გამარჯვების კოალიცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. მე, როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში, დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში. ასევე, მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა…

მეტი...

,,ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა”- დანილოვი

,,ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც გვეხმარებიან იმ სისაძაგლესთან ბრძოლაში, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განაცხადა. ,,გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ მოდის დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით, ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. (…) კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: არის რთული სიტუაციები, მთავარი ის არის, რომ ისინი არ არიან საბედისწერო. დღეს არაფერია საბედისწერო”,- განაცხადა დანილოვმა.

მეტი...