ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

უცხოური მედის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვისბადენში გაემგზავრა, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შეერთებული შტატების შტაბია განთავსებული. ამ დროისთვის, ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, „არ უღალატონ ევროპულ მისწრაფებებს“.

მსგავსი თემები