თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ პუტინი სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რომ დასავლეთმა საბოლოო, გრძელვადიან გადაწყვეტას მიაღწიოს ისაა, რომ  პუტინი დარწმუნდეს უკრაინაში გამარჯვების შეუძლებლობაში.

,,თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს. ჩვენი დახმარება ქველმოქმედება არაა. ეს ინვესტიციაა ჩვენივე უსაფრთხოებაში” – განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები