„ცუდი გადაწყვეტილებაა“ – უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ  გადაწყვეტილების მიღებაში უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია.

„ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ცხდია –  უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის“ – აცხადებს ორბანი.

მისივე თქმით, უნგრეთი ამ ცუდ გადაწყვეტილებას არ გაიზიარებს.

„26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 ასე იზამს, თავისი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს და ამის გამო უნგრეთს დღევანდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია,“ – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

 

მსგავსი თემები