„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“- ოლაფ შოლცი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“,- ასე პასუხობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კითხვაზე,  დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც კანცლერმა  ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა, უნდა მიაღწიონ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში.

„დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან და განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები