ახლა არ არის გაჩერების დრო, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია – რობერტა მეცოლა

ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას.

„ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით, ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე, ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს. თუ დავტოვებთ ვაკუუმს, მაშინ ეს სიცარიელე შეივსება სხვა აქტორების მიერ, რომელთა დღის წესრიგი განსხვავდება ჩვენი დღის წესრიგისგან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები