სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ძალიან სწორი ქმედება იქნება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება იქნება. მისი თქმით, პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება, დანარჩენი კი მასზეა. ყველამ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში სიმბოლო საქართველოს ევროპული მისწრაფებების, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის. მე როგორ ვილაპარაკო, შეიცვლის თუ არა პრეზიდენტი პოზიციას, მაგრამ მინდა, რომ შეიცვალოს პოზიცია. იურიდიულად აბსოლუტურად შესაძლებელია იქ, სადაც დადგენილია განაჩენი, რითაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის საპატიმრო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები