,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს” – გაეროს წარმომადგენელი

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოს დირექტორის, ჯულიეტ ტუმას განცხადებით, ღაზის სექტორში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. მისივე თქმით, ასობით ათასი ადამიანი ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს – არც ჩრდილოეთით, არც ცენტრალურ ნაწილში და არც სამხრეთით”, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი.

ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, 1,4 მილიონი ადამიანი გაეროს დახმარების სააგენტოს დაწესებულებებში ცხოვრობს – ესაა ადგილები, რომლებიც, მეტწილად, სააგენტოს მიერ სკოლებად გამოიყენებოდა.

,,ადამიანები ცხოვრობენ იქ, სადაც უხერხდებათ – ქუჩაში, გადაჭედილ ბინებში (მაგალითად, 70 ადამიანიც კი ცხოვრობს ერთ ბინაში)… ვისაც საშუალება აქვს, ოთახებს ქირაობს, მაგრამ ბევრი ცხოვრობს ღია ცის ქვეშ, პარკებში, ღია ადგილებში, თავიანთ მანქანებში… ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას, რომელსაც ვერ პოულობენ, რადგან ღაზაში უსაფრთხოება არ არსებობს“, – აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.

მსგავსი თემები