რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ ის ქალაქის ცენტრში უკვე მივიდა და იქ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული დახვდა.

,,სერიოზული ნგრევა და ხანძარია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ”, – წერს ტერეხოვი.

მსგავსი თემები