ვენეციაში დიდი ტურისტული ჯგუფების მიღება და დინამიკების გამოყენება იკრძალება

ვენეციაში 25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფები და დინამიკების გამოყენება იკრძალება. ახალი წესები ძალაში 2024 წლის ივნისიდან შევა, რათა იტალიური ქალაქზე მასობრივი ტურიზმის გავლენა შეამსუბუქოს.

ქალაქის წარმომადგენლობების განცხადებით, დინამიკებს შეუძლიათ “დაბნეულობისა და არეულობის” გამოწვევა, რის გამოც მათი გამოყენება აიკრძალება. ამ წლის სექტემბერში კი ვენეციამ უკვე დაამტკიცა ვიზიტორებისთვის ყოველდღიური 5 ევროს საფასური.

ივლისში იუნესკოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ქალაქი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას უნდა დაემატოს, რადგან კლიმატის ცვლილებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენის გამო მას შეუქცევადი ცვლილებები ემუქრება.

ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებად ქალაქად ითვლება. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, 2019 წელს ქალაქმა თითქმის 13 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

მსგავსი თემები