რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბრიტანელი ჟურნალისტია.

როგორც ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რუსებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე 6 დარტყმა განახორციელეს.

,,ოკუპანტებმა დაარტყეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, ტრანსპორტი,” – თქვა სინეგუბოვმა.

მსგავსი თემები