,,2024 წელს ნახავთ ატირებულ ივანიშვილს” – გიორგი ვაშაძე

,,ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა”. როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დატოვებს.

,,შეეშინდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხმა ძალა ირწმუნა, მეორე რომ ის ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის დაბრუნდა და პირადი უსაფრთხოებისთვის, მესამე, როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასე, პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება.

მსგავსი თემები