რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა

რუსეთის მოთხოვნით უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, ვასილ ნებენზია ამტკიცებს, რომ ქალაქ ბელგოროდში უკრაინის თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

შეხვედრის დროს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ხიარიმ კი განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღამით გაიზარდა.

საფრანგეთის წარმომადგენელმა გაეროში, ნიკოლას დე რივიერამ აღნიშნა, რომ უკრაინა გაეროს წესდების სრული დაცვით, იცავს თავს.

,,საბოლოოდ, ძნელია არ შეამჩნიო ის უხეში ოსტატობა, რომ დღევანდელი შეხვედრის მოწვევა არის გზა, რომ რუსეთმა უპასუხოს გუშინ უკრაინის მოთხოვნით გამართულ შეხვედრას. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთი, მუდმივი წევრი, აგრძელებს უშიშროების საბჭოს სამუშაოს ექსპლუატაციას. უკრაინა იცავს თავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით”, – განაცხადა რივიერამ.

მსგავსი თემები