უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა.

მეტი...

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

,,ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქვეყანაში 90 000 სამართალდამცავი იქნება მობილიზებული”. ამის შესახებ განცხადება შიდა დაზვერვის უფროსმა გააკეთა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ 6 000 ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს ელისეის სადღესასწაულო ღონისძიებების ტერიტორიას, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი. მისივე თქმით, ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე პროცესების გამო, ძალიან მაღალი ტერორისტული საფრთხე არსებობს.

მეტი...

უკრაინაზე, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 120 ადამიანი

რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 120 ადამიანი. ინფორმაციას reuters ავრცელებს. ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9 ცხედარი იპოვეს, რვა ადამიანი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავებულია 13. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

,,აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს” – ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები

53-დღიანი პროტესტის შემდეგ, ოპერის 17-მა თანამშრომელმა გაფიცვა შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში აღარ დააბრუნეს და გაათავისუფლეს. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ბრძანებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების გამო, ოპერა ვერ ფუნქციონირებდა და პრობლემები ექმნებოდა. “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე კი ამბობს, ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. მისი თქმით, საჩივარი გაეგზავნა შრომის ინსპექციასაც. ,,ჩვენ გაფიცვის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ 40%-ით გაიზარდა ხელფასი. შრომის ინსპექცია შევიდა ოპერაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საფუძველი ამოწურულიყო და რაღაც მხრივ გაგვიჩნდა იმედი, რომ შეიძლება ამ ადამიანების შრომითი პირობები უფრო…

მეტი...

ქარელში, ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ქარელის მუნიციპალიტეტში, ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა ქალი, მძიმე დაზიანებებით, თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ოჯახის მოთხოვნით ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, სავარაუდო დამნაშავე კი დაკავებულია. ხაშურის რაიონულ სასამართლოში უკვე ჩაინიშნა პროცესი, სადაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

მეხუთე დღეა თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მეხუთე დღეა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, კობა კახიანს, ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის 25 დეკემბერს, ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 592 090 238

მეტი...

წყალტუბოში დაკარგულ 83 წლის ქალს 10 დღეა ეძებენ

მეათე დღეა წყალტუბოში, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა. ახლობლების ცნობით, ის შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს – 598 15 05 07.

მეტი...

საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

პოლონეთის საჰაერო სივრცე 29 დეკემბერს რუსულმა რაკეტამ დაარღვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში, 40 კილომეტრით შეაღწია და სამი წუთის შემდეგ უკრაინისკენ გადაუხვია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცეს. პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში ანდრეი ორდაშს მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიური უწყება განმარტებებს ითხოვს. პოლონეთი მოითხოვს ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 30-31 დეკემბერს საქართველოში

ქ. თბილისში 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო…

მეტი...

აშშ-მა G7-ს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა წარუდგინა

აშშ გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამუშაო ჯგუფებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის $300 მილიარდის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციის გზები განიხილონ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მსგავსი პოლიტიკა და რა რისკებს შეიცავს ის. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამ მხრივ მუშაობის დაჩქარება დასავლეთისთვის უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების გამოყენების მნიშვნელობას ასახავს. აშშ-მ, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და კანადის მხარდაჭერით, აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების წინადადება წამოაყენა, რათა დიდი შვიდეულის ლიდერების…

მეტი...

რუსების მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდიდან” 5 ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 დრონით შეუტიეს და საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. უკრაინელებმა 5 დრონი ჩამოაგდეს. ,,ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა”, – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში. უწყების თქმითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეს დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ კრასნოჰორივკას, ავდიივკასა და ტორეცკს. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები სარაკეტო სისტემებითა და არტილერიით დაბომბეს. უწყების თქმით, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!” – ჰერჩინსკი

,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება”, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ საახალწლო ვიდეომიმართვაში. ,,შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!”, – განაცხადა ჰერჩინსკი.

მეტი...

დმანისთან 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს (08:58 საათზე) 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან 9 კმ-ში, სოფელ საკირეში იყო.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის

,,ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ,,დიდი ბრიტანეთი სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პუტინის მკვლელი საჰაერო თავდასხმების ფონზე. იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად”, – წერს მინისტრი გრანტ შაპსი.

მეტი...

,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია” – ჯო ბაიდენი

,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ,,ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შევაჩეროთ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას. ,,თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად”, – დასძინა მან.

მეტი...

,,ხაბე რომ ჩამოგაგდებს და პოლიტიკაში დარჩები, ის კაცი შემირცხვენია” – ირაკლი ზარქუა

ხაბე რომ ჩამოგაგდებს და პოლიტიკაში დარჩები, ის კაცი შემირცხვენია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ახლა აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში დარჩეს და შექმნას პარტია. სავარაუდოდ ამას შეუერთდება „ნაცმოძრაობის“ ყოფილი დირიჟორი ნიკა გვარამია. სავარაუდოდ ამისკენ იხრება. მათ შეუერთდებიან ცოტა ხანში მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, „ლელო“ – ცნობილი თაღლითები, ეს სასამართლომ დაადგინა მე კი არ ვამბობ. პარტიის გვირგვინი იქნება ქალბატონი სალომე. სადაც გათხარა და აგერ გათხარა სავარაიდოდ ეს გვირაბი, ამათთან“, – აღნიშნა ზარქუამ.

მეტი...

ზურაბ აზარაშვილმა DRG რეფორმა შეაჯამა

ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმა შეაფასა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა – მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება. როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან -დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა. აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე…

მეტი...

ხაშურში ავარიას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 27 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. ,,კაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა”, – ამბობენ თვითმხილველები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ზელენსკი ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავდიივკაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ცხელ წერტილში, ავდიივკაში ჩავიდა. შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. ,,მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს” – კანადის ელჩი

კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს: ,,კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას”, – ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ…

მეტი...

,,დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა რაც არსენალში აქვს” – ზელენსკი

,,დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა, რაც არსენალში აქვს”. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების მხრიდან, მორიგ მასიურ თავდასხმებს ეხმაურება. ,,სამშობიარო სახლი, სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ავტოსადგომი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა, რაც არსენალში აქვს: “კინჟალებით” , ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით. სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გაუშვეს X-101/X-505. გასროლილი იქნა დაახლოებით 110 რაკეტა, რომელთა უმეტესობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ყველა სერვისი მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და საჭირო დახმარებას უწევს ადამიანებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენ…

მეტი...

კიევში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

კიევში, დღევანელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ლვოლვს, დაშავებულია 30 პირი, მათ შორის ორი ბავშვია. ,,განახლებული ინფორმაცია, ლვოვში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია“, – წერს რეგიონის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო არაერთი რეგიონზე, მათ შორის კიევზე.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული” – ზურაბ აზარაშვილი

“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა,გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ. „ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა. აღნიშნულის შესახებ  კონკურენციის…

მეტი...

მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს. „არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ პიროტექნიკას ჩვენი სიხარულის გამოსახატად და შევეცადოთ ამისთვის სხვა საშუალებები მოვნახოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სახით სიხარულის გამოხატვას და სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ გთხოვთ: 1. პიროტექნიკის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მასალის ხანდაზმულობას. არ არის გამართლებული ძველი მასალების გამოყენება. ის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს; 2. აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს; 3. მაქსიმალურად მოაცილეთ პიროტექნიკის გამოყენებას მოზარდები. არ დაუშვათ, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიყენონ პიროტექნიკა; 4. თრობის მდგომარეობაში გამორიცხეთ…

მეტი...

თურქეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ

თურქეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან სამი ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. გამოძიების მიხედვით, ისინი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ სინაგოგებზე, ეკლესიებზე, ასევე თურქეთში ერაყის საელჩოზეც. სადაზვერვო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივი სპეცოპერაცია თურქეთის ცხრა პროვინციაში ჩაატარეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები.

მეტი...

ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ იუწყებიან. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები ისმოდა ჩერკასის რაიონსა და სუმში.

მეტი...

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო ჯგუფები, რომლებიც ცალკეულ კერებს ამუშავებენ. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა.

მეტი...

,,რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს”- გურამ მაჭარაშვილი

მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს დაემართა, როცა მელიას პოლიტიკური რომანი შესთავაზა და მელიამ უარყო, არ მჭირდებიო, ნორმალური ადამიანი პოლიტიკას დატოვებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. „ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. 2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ…

მეტი...

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო გუნდი მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა”- ზურაბ აზარაშვილი

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნურიდეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება. „სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიცრეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად…

მეტი...

ვარკეთილში ხანძარია

თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ სასაწყობე შენობას უკიდია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი”- ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები ძალიან სამწუხაროა. ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრმა ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. „დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის ცხრათვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე, თანაც ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების…

მეტი...

„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა, ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში”- კულება

,,მსურს, აფეთქებების ხმა ესმოდეს მას, ვინც წერს, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება წერს. მისი თქმით, 29 დეკემბერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 110 რაკეტა და დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. „დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში. ყველა მსხვილ დედაქალაქში, შტაბბინაში და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხს. რომ ეს ხმა ესმოდეთ ყველა გამოცემის რედაქციაში, რომელიც წერს „გადაღლისა“ და რუსეთის ვითომდა მზაობაზე მოლაპარაკებებისთვის“, – წერს კულება.  

მეტი...