ლონდონში მატარებლების ერთ-ერთი სადგური დაიტბორა – გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები

ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა. ათასობით მგზავრი ლონდონის სენტ-პანკრას საერთაშორისო სადგურზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები, რაც დაახლოებით 16 000 მგზავრს შეეხო. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლო წყალდიდობის შესახებ ასზე მეტი გაფრთხილება გამოცხადდა.

როდის აღდგება მიმოსვლა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები