მარნეულთან ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ

მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, მას ფეხი აქვს მოტეხილი. ავტომობილის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ადგილზე სასწრაფო დახმარება და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

მსგავსი თემები