მესტიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება

მესტიის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება. მათივე ცნობით, ტერიტორიაზზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – უთხრეს ინტერპრესსნიუსს საავტომობილო გზების დეპარტამენტში

ცნობისთვის, მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მოქალაქეების თქმით, გადაადგილებას უკვე 12 საათია, ვერ ახერხებენ.

მსგავსი თემები