პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს ახალი წელი მიულოცა

კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საახალწლო მილოცვას და იმ უცხოელი ლიდერების სიას აქვეყნებს, რომლებსაც პუტინმა დამდეგი 2024 წელი და შობა მიულოცა.

პუტინის მილოცვის პირველი ადრესატი სწორედ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაა. მილოცვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და ის კიდევ უფრო განვითარდება.

პუტინი ახალ წელს ულოცავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “ლიდერსაც.” ასევე, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს; დსთ-ს ქვეყნებისა და უცხოეთის სახელმწიფოებისა და მთავრობათა ზოგიერთ ყოფილ ლიდერს. მათ შორის, რობერტ ქოჩარიანს, ნურსულთან ნაზარბაევს, სერჟ სარქისიანს, ნიკოლა სარკოზის, გერჰარდ შრიოდერს.

მსგავსი თემები